გურამ კაშია სამეგრელოში ბავშვებს თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ესაუბრა

ივნისი 11, 21:41
0
485

ფეხბურთელი გურამ კაშია სამეგრელოში, სოფელ ხეთაში ბავშვებს შეხვდა და მათ ესაუბრა თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, არაძალადობრივი ურთიერთობებსა და სხვა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბავშვებთან. სასიამოვნო იყო მათთან საუბარი ფეხბურთზე, თანასწორობაზე… ფეხბურთი ყველასია: დიდის, პატარის, კაცის, ქალის…. ქალთა ფეხბურთი ძალიან ვითარდება. იმ ქვეყნებში, სადაც მე მიცხოვრია — ჰოლანდიასა და ამერიკაში ეს სპორტი ძალიან პოპულარულია ქალებშიც და მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა გოგომ ითამაშოს ფეხბურთი საქართველოში”,- ამბობს გურამ კაშია.

შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის ინიციტივით შედგა.