გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს მიშელის დოკუმენტს და იმუშავებს პარლამენტში კონსტრუქციულად – კელი დეგნანი

ივნისი 2, 13:50
0
104

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს.

მისივე თქმით, ყველა პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება საკუთარ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით მიიღო.

„კარგია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას, უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იქნება კანონმდებლობაში და შემდეგ იქნება დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვენელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს. მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნას რეალური ცვლილებები, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და იმუშავებენ კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა კელი დეგნანი.