გორის მერმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს 5 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ივნისი 4, 17:45
0
63

გორის მერმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში 5 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა სტუმრებს დასრულებულთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) გორის დემოკრატიის სკოლის ინიციატივით მოეწყო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება. გორის მერია ღია უწყებაა და ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის. მიხარია რომ მსგავსი სახის შეხვედრებმა ტრადიციული ხასიათი მიიღი. მადლობა გორის დემოკრატიის სკოლას ამ შესაძლებლობისთვის.“ – აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.