გორის მერიამ დასუფთავების აქცია გამართა

ივნისი 5, 20:13
0
100

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, დასუფთავების აქცია გამართა.

მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დასუფთავების აქციას შეუერთდა.

აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, აპარატის წარმომადგენლებმა, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა მიიღეს და ვერხვების დასახლებაში, სკვერის ტერიტორია დაასუფთავეს.

„გორის მუნიციპალიტეტი ყოველთვის აღნიშნავ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს და ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, დღესაც ვასუფთავებთ სკვერს და ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ესაა სიმბოლური აქცია, იმ კუთხით, რომ ყველა მოქალაქეს ვაჩვენოთ, გარემოს დაცვა, დასუფთავება ყველას ვალია და ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე, რომ გარემო იყოს უფრო სუფთა და მოწესრიგებული.“ – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის 1972 წლის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. დასუფთავების აქციები კი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გარემოს გაფრთხილებისა და დასუფთავების კუთხით.