გომელაური და ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ, გადააყენეთ თუ თავი გაქვთ – წულუკიანი

ივლისი 22, 16:54
0
1448

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტვ პირველის კითხვას უპასუხა, უნდა აიღოს თუ არა მთავრობამ პასუხისმგებლობა 5 ივლისის მოვლენებზე:

“გომელაური და ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ. პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიებით. გამოძიების შედეგები აჩვენებს რომ, სავარაუდოდ, არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. […] თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა, აგერ ვარ და გადამაყენე”.