გია ხუხაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს: თქვენთვის ხელისუფლება სახელმწიფოზე მეტია”

ივლისი 19, 16:48
0
236

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დავუშვათ, ხელისუფლება მართალია, როდესაც საუბრობს მედიის ნაწილის პოლიტიკურად ანგაჟირებულობაზე.

ასევე ანგაჟირებულია მედიის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

ანუ ქვეყნის საინფორმაციო სივრცეშიც ძირითადად “შუა გაკრეფილია” და ის მუშაობს პროპაგანდა vs კონტრ-პროპაგანდის რეჟიმში.

კითხვა – რომელი მხარე წარმოადგენს უფრო დიდ სახელმწიფოებრივ საფრთხეს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით?

ხელისუფლება, როგორც ძალის გამოყენებაზე მონოპოლისტი, პროპაგანდას იყენებს პოლიტიკური მიზნებით კრიტიკულ საზოგადოებაზე ძალადობის მოსამზადებლად, ან უკვე ჩადენილი ძალადობის გასამართლებლად.

ოპოზიციას თავისი მედია-რესურსის გამოყენება შეუძლია მხოლოდ კონტრ-პროპაგანდისთვის და რეალური ძალადობის ბერკეტებს არ ფლობს. 10-დან 9 ტყუილი რომ თქვას, ის ერთი მართალიც სასარგებლო საქმეს აკეთებს საზოგადოებისთვის.

ჩვენ ამ მოცემულობის აშკარა დადასტურება ვიხილეთ ამ დრამატულ დღეებში.

თუ ამ მარტივი რეალობის მიუხედავად, მაინც ჯიუტად ამტკიცებთ, რომ პროპაგანდა ნაკლებად საშიშია, ვიდრე კონტრ-პროპაგანდა, ე.ი. თქვენთვის ხელისუფლება სახელმწიფოზე მეტია.

ესეც არჩევანია, თუმცაღა ცუდი….”