გერმანია ვაქცინაციის ციფრულ სერტიფიკატს ნერგავს

ივნისი 11, 11:59
0
59

გერმანიაში ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატის ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. CovPass ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციას დაადასტურებს. ამის შესახებ DW ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

იენს შპანის თქმით, ივლისიდან CovPass ევროკავშირში მოგზაურობისთვის იქნება გამოყენებული.

“მიზანი ისაა, რომ ეს სერტიფიკატი წაიკითხონ ჰელსინკიშიც, ამსტარდამშიც და მაიორკაზეც. ამით ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირის, საერთაშორისო მოგზაურობისთვის სტანდარტებს ვაწესებთ”, – განაცხადა მინისტრმა.

მომხმარებლებს CovPass-ის აპლიკაციის მობილურში უკვე შეუძლიათ. ამასთან, სულ მალე განახლდება აპლიკაცია Corona-Warnapp, რომელსაც ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატი დაემატება.