გახარიას მხარდამჭერთა გუნდს მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს

სექტემბერი 12, 16:15
0
136

შეიქმნა გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი, რომელსაც მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

”შეიქმნა ჩვენი მხარდამჭერთა გუნდი, რომელსაც ყველასთვის საყვარელი ადამიანი მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო.

მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია,“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუნდის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

Cesko