გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა – “გახარიას გამბიტი”

ივნისი 2, 14:40
0
205

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“გახარიას გამბიტი”

გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა.

ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა საკუთრივ რიგგარეშე არჩევნების პოსტ-საარჩევნო კოალიციაში ქართული ოცნების პარტნიორად უფრო უნდა მოვიაზროთ.

შესაბამისად, ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. მთელი დაგროვილი ენერგია მის წინააღმდეგ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გააქტიურდეს.”

“ალია” შეგახსენებთ, “გამბიტი” საჭადრაკო ტერმინია და გამბიტის დროს მოთამაშე მსხვერპლს სწირავს ლომბარდს ან ნაწილს, რათა კიდევ უფრო მოიპოვოს გარკვეული უპირატესობა. თუ მეორე მოთამაშე თავისი მსხვერპლით უპასუხებს მეტოქის მსხვერპლს, მაშინ თამაშის ასეთ სტარტს ეწოდება საწინააღმდეგო, კონტრგამბიტი.

ტერმინი გამბიტი პირველად გამოყენებული იქნა 1561 წელს საჭადრაკო თამაშების დასაწყისში ესპანელი მღვდლის რუი ლოპეს დე სეგურას მიერ.

მან, თავის მხრივ, ეს იტალიური გამოთქმიდან „გაბედე il gambetto“ – სგან მიიღო, რაც ნიშნავს „ხაფანგის დადებას“.