„გახარია ეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა!“ – მეუფე იაკობი

ივნისი 11, 14:21
0
163

“ფხიზელი გეუბნებით ამას: გახარია ეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა!” – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო, ეს პიროვნება ეკლესიას ისე ექცეოდა როგორ უნდა მობრუნდეს, როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც პრემიერი, შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. პირდაპირ გეუბნებით რა, მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი, ვადასტურებ იმას! ხომ იძახოდით: ნასვამმა მღვდელმა თქვაო, ახლა ნასვამი ვარ? ფხიზელი ვარ და პირდაპირ გეუბნებით! ამიტომ, ვინც ეკლესიის საქმეებში ერევა, უბრალოდ სახელმწიფო იყო მძიმე მდგომარეობაში და… ვინ უნდა მისცეს გახარიას ხმა, გადახედეთ, რა გაუკეთებია, ვინ უდგას გვერდში… ლოქდაუნი გინდათ კიდევ? უძახოდნენ კრიზის მენეჯერს, მე გეუბნებით რომ კრიზის მეიკერია და არა მენეჯერი.“ კ