მთავარი კორონავირუსი გასაჯაროვდა კორონავირუსთან დაკავშირებით, ფაუჩის პირადი, 3 000-გვერდიანი ელექტრონული შეტყობინება – რას წერდა...

გასაჯაროვდა კორონავირუსთან დაკავშირებით, ფაუჩის პირადი, 3 000-გვერდიანი ელექტრონული შეტყობინება – რას წერდა ის ვირუსზე

ივნისი 11, 21:47
0
303

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, რომელსაც კარიერის მანძილზე ამერიკის 7 პრეზიდენტთან მუშაობის გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით პოპულარულარობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოიხვეჭა.  კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლი­სა და პან­დე­მი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთავარი სახე ამ პერიოდში არა­ერ­თხელ გამხდარა რო­გორც დი­დე­ბის, ასე­ვე სას­ტი­კი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

ბოლო პერიოდში ფაუჩიმ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მას შემდეგ მიიპყრო, რაც Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე, ენტონი ფაუჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მოიპოვეს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 3 000-გვერდია და ის 2020 წლის იან­ვარ-ივ­ნი­სის პე­რი­ო­დით თარიღდება.

ელექტრონულ წერილებში ჩანს ის, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკის მთავარ ეპიდემიოლოგს, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

|რა წერია ფაუჩის იმეილებში

  • უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის თეორიის შესახებ:

ენტონი ფაუჩის პირადი მიმოწერებიდან ჩანს, რომ ის და მისი კოლეგები კოვიდ-19-ის უჰანის ლაბორატორიიდან შესაძლო გაჟონვის თეორიას, პანდემიის დასაწყისშიც განიხილავდნენ.

კერძოდ, 2020 წელს ენტონი ფაუჩიმ ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლე­სი ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის­გან წერილი მიიღო, რომელშიც  ვირუ­სის „უჩ­ვე­უ­ლო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზეა“ საუბარი და აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი შე­საძ­ლოა, იმის ინდიკატორი იყოს, რომ ვირუსი „შექმნილია“. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში წერს, რომ მას ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

2020 წლის აპრილში, ფაუჩიმ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორია უარყო. თუმცა, მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოსაზრება კიდევ ერთხელ შეიცვალა და განაცხადა, რომ ის  დარწმუნებული არ არის, რომ კორონავირუსი ბუნებრივად განვითარდა და ჩინეთს უჰანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიების გასაჯოებისაკენ მოუწოდა.

ასევე, გამოქვეყნდა აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მკვლევარი, Covid-19 ის მსგავსი სიმპტომებით, პანდემიის დაწყებამდე – 2019 წლის ნოემბერში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებს ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­სად­გე­ნად 90 დღე მის­ცა.

  • პირბადის ტარების შესახებ:

2020 წლის თებერვლის თვეში, ფაუჩიმ აშშ-ს ჯანდაცვის ყოფილ მდივანს შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა:

„პირ­ბა­დე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, რათა მათგან ვირუსის სხვა ადამიანებზე გავრცელება თავიდან იქნას არიდებული, ვიდ­რე და­იც­ვას არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვირუ­სის­გან.“

მოგვიანებით, ჟურნალმა Science-მა ჩინეთის დაავადებისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, ჯორჯ გაოს განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ  აშშ და დასავლეთის ქვეყნები „დიდ შეცდომას“ უშვებენ, რომ ხალხს პირბადის ტარებისკენ არ მოუწოდებენ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, 2020 წლის 28 მარტს ჯორჯ გაომ ფაუჩის ბოდიშის შემცველი იმეილი მიწერა, სადაც მსგავსი განცხადების გაკეთება უარყო და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მედიის ინტერპრეტაცია იყო.

„ახლახან ვნახე Science-ის ინტერვიუ. როგორ შემეძლო გამომეყენებინა მსგავი შეფასება- „დიდი შეცდომა“, თან იმ შემთხვევაში როდესაც სხვებზე ვსაუბრობდი?! ეს მედიის ინტერპრეტაცია იყო. იმედი მაქვს მიხვდები. მოდი, ერთად ვიმუშაოთ, რათა ეს ვირუსი დედამიწიდან გავაქროთ“.

ამაზე ფაუჩიმ უპასუხა: ყველაფერი კარგად მესმის, პრობლემა არაა. ამ ყველაფერს ერთად გადავიტანთ“.

|როგორ ამხნევებდნენ ენტონი ფაუჩის პანდემიის დროს

  • ჩინეთის დაავადებისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი, ჯორჯ გაო:

მას შემდეგ, რაც ენტონი ფაუჩიმ მხარი დაუჭირა სოციალური დისტანციის დაცვასა და სკოლების დახურვას, ტრამპის მხარდამჭერებისგან კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჩინეთის დაავადებისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი, ჯორჯ გაო ამ ყველაფერს  თვალს ადევნებდა და 2020 წლის 8 აპრილს ფაუჩის შემდეგი რაღაც მიწერა:

„უამრავი ნიუსი წავიკითხე იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ადამიანი თავს გესხმის (იმედია ეს ყველაფერი ტყუილია)“.

ფაუჩის პასუხი: მადლობა ასეთი კეთილი წერილისთვის. რამდენიმე გიჟის არსებობის მიუხედავად, ყველაფერი კარგად არის.

  • ფრედ ბარნსი

2020 წლის 26 აპრილს ენტონი ფაუჩიმ სამხედრო ვეტერანისგან და ჩრდილოეთ კაროლინას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კაპრალისგან, ფრედი ბარნსისგან მადლობის წერილი მიიღო.

„მინდა მადლიერება გამოვხატო იმ საქმის მიმართ, რასაც შენ კორონავირუსის პანდემიის დროს აკეთებ.  განსაკუთრებით ვაფასებ იმას, რომ დროს ყოველთვის ნახულობ ფერადკანიანი თემების დასახმარებლად“,- წერდა ბარნსი ფაუჩის.

|როგორ პასუხობდა ვირუსის შესახებ შეკითხვებს ფაუჩი

2020 წლის 14 აპრილს, იმ დღეს, როდესაც კორონავირუსისგან დაახლოებით 3 000 ამერიკელი გარდაიცვალა, ფაუჩიმ აშშ-ს არმიის ქირურგის ოფისის წარმომადგენლისგან მეილზე უამრავი შეკითხვა მიიღო:

„შესაძლებელია ვირუსი ცხედრიდან გავრცელდეს? შეიძლება თუ არა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ჰიდროქსიქლოროქინს იღებდა, ვირუსით ინფიცირდეს? პირბადე და ხელთათმანები მართლა ეფექტურია?“

და ბოლოს: კოვიდთან დაკავშირებულ რა საკითხებზე ფიქრობ, რაც ღამით მოსვენებას გიკარგვას?“.

ფაუჩიმ აღნიშნული იმეილი სხვა ექსპერტებსაც გადაუგზავნა და დახმარება სთხოვა. მათთან კონსულტაციების შემდეგ კი ადრესატს ყველა კითხვაზე პასუხი გასცა და ბოლოს შემდეგი რამ მიწერა:

„ადრეც ვამბობდ, რომ ყველაზე მეტად რესპირატორული ინფექციით გამოწვეულ პანდემიაზე ფიქრი მიკარგავდა მოსვენებას. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. კოვიდ 19-ის ვაქცინებისა და ეფექტური მკურნალობის მეთოდის განვითარებაზე ფიქრია ის, რაც ღამე ძილს მიფრთხობს“.

 

|ფაუჩი და ბილ გეიტსი

2020 წლის პირველი აპრილის იმეილებიდან ჩანს, რომ ის ბილ გეიტსს ვაქცინებთან დაკავშირებით ტელეფონზე ესაუბრა.

მოგვიანებით, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ მას გეიტსთთან საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა, რადგან მისი ფონდი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,  ვაქცინების გლობალურ ხელმისაწვდომობაზეა ფოკუსირებული.

ფაუჩის თქმით, პანდემიის დასაწყისში ის და ბილ გეიტსი ყოველ ორ კვირაში ერთხელ საუბრობდნენ და ერთმანეთთან ახლაც აქტიურად თანამშომლობენ, რათა კორონავირუსის ვაქცინები მსოფლიოს ყველა ქვეყანას თანაბრად მიეწოდოს.

BBC-ის ინფორმაციით, გამოქვეყნებული ელექტრონული წერილები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ დროთა განმავლობაში ენტონი ფაუჩიმ ჯანდაცვის რეკომენდაციების შესახებ აზრი შეიცვალა. ეს შეეხო ისეთ რეკომენდაციებს, როგორებიცაა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და სოციალური დისტანციის დაცვა.

მაგალითად, 2020 წლის თებერვალში ფაუჩი ამბობდა, რომ მოგზაურობის დროს პირბადის ტარება საჭირო არ იყო. მოგვიანებით კი აზრი შეიცვალა და მოსახლეობას პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ეს ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გა­ნაც ვირუ­სის შე­სა­ხებ დღეს უფრო მეტი ცოდნა არსებობს, ვიდრე პანდემიის დასაწყისში იყო“,- წერს გამოცემა.

წყარო: ptn.ge