”განზრახ თუ უნებლიეთ, გარკვეულმა მედიებმა, მიშელის ნათქვამი კარდინალურად დაამახინჯეს“ – ამირან სალუქვაძე

ივლისი 20, 14:10
0
113
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ევროპული საქართველოს შარლ მიშელის განცხადების არასწორად თარგმნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ “გარკვეულმა მედიებმა, მიშელის ნათქვამი კარდინალურად დაამახინჯეს.”
როგორც სალუქვაძე წერს, მედიები ინფორმაციებს განზრახ ამახინჯებენ, რადგან ხელისუფლებას ზიანი მიაყენონ.
“განზრახ თუ უნებლიეთ, გარკვეულმა მედიებმა, მიშელის ნათქვამი კარდინალურად
დაამახინჯეს. კერძოდ, მიშელს არ უთქვამს “ევროკავშირამდე ერთი თაობა არ გეყოფათო,” მან თქვა “ერთი თაობისთვის მანძილი უპრეცედნენტოდ შემცირდაო”.
სხვადასხვა რამეა არა, “ერთი თაობა არ გეყოფათ,” თუ “ერთ თაობაში უპრეცენდენტოდ შეამცირეთ?”
სულ არ მსიამოვნებს ვინმეს ციტირება, მაგრამ გაცილებით მაღიზიანებს, როცა მედიები ინფორმაციებს განზრახ ამახინჯებენ, ოღონდ ხელისუფლებას ავნონ.
თქვენი პროდასავლურობა არ გაიშვა…
სხვათაშორის, სასამართლოებზე საერთოდ არაფერს ამბობდა, კითხვა რომ არ დაესვათ. ეს ისე, სრული სურათისთვის.
ასე რომ, როგორც დაგიბარათ, 19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროთ.
თუმცა, რა აზრი აქვს, როცა ქვეყანას სრულიად ახალი ოპოზიცია სჭირდება, მოძიძგილავე ჯოგების გარეშე, ინტელექტუალები, პროგრამებით მოჭიდავეები,”- წერს ამირან სალუქვაძე.
ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა შემდეგი – “თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა.”
ქართული მედიის ერთმა ნაწილმა, შარლ მიშელის განცხადების ტექსტი განსხვავებული ინტერპრეტაციით გაავრცელა. მოგვიანებით, თარჯიმნის შეცდომა გასწორდა და საზოგადოებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადების რეალური ტექსტი მიეწოდა.