გახარია “მონასტერში” რომ წასულიყო და პარტია არ შეექმნა, ამ “ღალატის ანატომიას” გვიჩვენებდით, თუ…? – ბონდო მძინარაშვილი

ივნისი 7, 19:27
0
354

ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

“კაცო, რა მაინტერესებს:

ამ ხელისუფლებაში თითქმის ყველა ან სისხლძარღვებით, ან ნერვული წნულებით, ზოგიერთი კი მოგრძო ტვინით, ხიდით, ნათხემით, შუა ტვინით, შუამდებარე ტვინით და დიდი ნახევარსფეროებით იყავით დაკავშირებული სააკაშვილთან და მის რეჟიმთან და 2012 წლიდან ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გახარია როგორ გამოიყვანეთ მიშისტად?!

იმას ხომ მაინც ვერ იტყვით, რომ 2012 წლამდე სააკაშვილთან თანამშრომლობდა?!

რომ ეთანამშრომლა, დავიჯერო, ერთ თქვენგანს მაინც არ ეცოდინებოდა თუნდაც ამბად?!

ბიძინა ივანიშვილი რომ სატელიტ პარტიას არც შექმნის და არც მხარს დაუჭერს, ცხადია!

თვითონ არ იტყვის და აგერ, მე გეუბნებით: არაფერში სჭირდება! ამ პოლიტიკური ელიტის პირობებში ივანიშვილს არაფერში სჭირდება სატელიტი პარტიები! ნებისმიერი “მიესატელიტება” დიდი სიამოვნებით და იმიტომ! მაგრამ ესეც მიუღებელია მისთვის, რადგან ზუსტად იცის მათი ფასი!

გახარიას პარტია რომ ივანიშვილის პროექტი არ არის, სრულიად ნათელია!

გახარიას პარტაქტივი ამ ჭორს რომ გაავრცელებდა, ესეც სრულიად ნათელია, – ამომრჩეველზე ნადირობაა გამოცხადებული!

ჰოდა, გაგვარკვიეთ, რა ხდება, – თუ ეს კაცი სახელმწიფო გადატრიალებაში და ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა, მტკიცებულებები გამოაჩინეთ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვითხრან რამე. ნუ დატოვებთ ამ საქმეს პოლიტიკური მითქმა-მოთქმის თემად!

ერთი შეკითხვაც:

გახარია ზოგიერთივით “მონასტერში” რომ წასულიყო და პარტია არ შეექმნა, ამ “ღალატის ანატომიას” გვიჩვენებდით თუ “აღსარების საიდუმლოსავით” შეინახავდით? “