გაინტერესებთ, ვინ ჩასვა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?! თქვენ – თამარ და ჯანსუღ ჩარკვიანებმა, წითელმა კგბ-ს ინტელიგენციამ – სანდრო ბრეგაძე

ივნისი 10, 10:48
0
8716

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანს უპირისპირდება და სოციალურ ქსელში წერს:

„თაკო ჩარკვიანი – “რატომ ჩასვით გავრილოვი იმ სავარძელში, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა“?! მართლა ქალბატონო თაკო, გეწყინა გავრილოვი რომ ზვიად გამსახურდიას სავარძელში იხილე?!

ქალბატონო თამარ, მართლა გაინტერესებთ, ვინ ჩასვა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?!

გავრილოვი სავარძელში ჩასვით თქვენ – თამარ და ჯანსუღ ჩარკვიანებმა, წითელმა კგბ-ს ინტელიგენციამ, დიახ, თქვენ დაამხეთ და მოკალით საქართველოს თავისუფლების სიმბოლო ზვიად გამსახურდია და მის სავარძელში გენერალი ბალტინი, გენერალი გრაჩოვი, გენერალი ბეპაევი და ბოლოს, გავრილოვი ჩასვით ბანდიტ ჯაბა იოსელიანთან და ერთუჯრედიან თენფიზ კიტოვანთან ერთად.

ახლა მიხვდით ქალბატონო თაკო, რომ თქვენ ჩასვით და მოიყვანეთ გავრილოვები საქართველოს პარლამენტში იმ პარლამენტში, რომელსაც თქვენი და სხვა პუტჩისტების ბრძანებით ზარბაზანი ესროლეს?!

ამიტომ გაჩერდით და ხმას ნუ იღებთ გავრილოვებზე და მოსკოვზე ის ხალხი, რომელიც რუსეთის ცკ-ს და კგბ-ს ბუფეტებში ნაყიდ კამფეტებზე ხართ გაზრდილი და ოჯახებიანად ომახიანად უმღეროდით დიდ რუსეთს, ლენინს და პარტიას.

ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამამხობლებთან შედარებით გავრილოვი არაფერია – თქვენ, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ამომგდებები – 1992 წლის პუტჩისტებო“, – ნათქვამია ბრეგაძის ფეისბუკ-პოსტში.