გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელი: ეთიოპიაში შიმშილობამ “კატასტროფის” დონეს მიაღწია

ივნისი 11, 12:40
0
68

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელის, მარკ ლოუკოქის, განცხადებით, გაეროს მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, ჩრდილოეთ ეთიოპიაში სასურსათო მდგომარეობა უარესდება. კვლევამ აჩვენა, რომ სამთავრობო ძალებსა და აჯანყებულებს შორის ბრძოლების გამო განადგურებულ ტიგრაის რეგიონში 350 000 ადამიანი „მწვავე კრიზისში“ ცხოვრობს. 2020 წლის ნოემბერში, საბრძოლო მოქმედებების შემდეგ 1.7 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
რეგიონში სასურსათო მდგომარეობამ “კატასტროფის” დონეს მიაღწია – ფართო ტერიტორიებზე დასახლებულ ადამიანთა მცირე ჯგუფებს შიმშილი და სიკვდილი ემუქრებათ.
გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის (WFP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და ბავშვთა ფონდმა Unicef-მა კრიზისის მოსაგვარებლად სასწრაფო ზომების მიღება მოითხოვა.
გაეროს სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ანალიზს (ინტეგრირებული ფაზური კლასიფიკაცია (IPC), რომელშიც განსაზღვრულია საკვების მწვავე დეფიციტი) ეთიოპიის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა, რომელიც ამტკიცებს, რომ მთელ რეგიონში წესრიგის აღდგენასთან ერთად ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა ფართოვდება.
”IPC ანალიზი განმეორებით ჩატარდა (2021 წლის მაისიდან ივნისამდე) ტიგრაის, ამჰარასა და აფარის მეზობელ რეგიონებში და დადგინდა, რომ 350,000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება უკიდურესი კრიზისის პირობებში.
”ეს მძიმე კრიზისი, მათ შორის მოსახლეობის გადაადგილება, მოძრაობის შეზღუდვა, ჰუმანიტარული უზრუნველყოფის შეზღუდვა, მოსავლისა და საარსებო წყაროების დაკარგვა და ფუნქციონალური ან არარსებული ბაზრები, გამოწვეულია კონფლიქტის კასკადური შედეგებით”, – ნათქვამია მოხსენებაში.
ანალიზის თანახმად, 2021 წლის მაისის მონაცემებით, რეგიონში სასურსათო უსაფრთხოების მწვავე დეფიციტის წინაშე რეგიონში 5,5 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა და ვითარება, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაუარესდება.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-africa-57432280