გადადეთ სკოლები!.. გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა! – გიორგი ფხაკაძე

ივლისი 19, 13:18
0
671

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე წერს.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვირუსთან თანაცხოვრება ვისწავლოთ.

„სამედიცინო პირბადე ყველგან ორშაბათიდან. სკოლები გადადეთ 1-ელ ოქტომბრამდე და გააგრძელეთ შერეული სწავლებით (30% მეტი მოსწავლე სკოლაში, 70% დისტანციურად). გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.