ფილტვის კიბოს რევოლუციურ წამალს 600 პაციენტი მიიღებს

სექტემბერი 10, 19:45
0
164

ფილტვის კიბოს მქონე 600 პაციენტი ინგლისში ახალ პრეპარატს მიიღებს. საუბარია მედიკამენტ Sotorasib-ზე, რომელიც სიმსივნის ზრდას აჩერებს, ამას კი ე.წ. “სიკვდილის ვარსკვლავის” მუტაციის მიზანში ამოღებით ახერხებს. ინგლისი არის პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ამ ახალ მედიკამენტზე ადრეული წვდომა მოიპოვა.

კლინიკურ ცდებში პრეპარატმა დამაიმედებელი შედეგი აჩვენა — მან 7 თვის განმავლობაში მოახერხა სიმსივნის ზრდის შეჩერება. სწორედ ამ შედეგზე დაყრდნობით მიიღებს ინგლისის ნაციონალური ჯანდაცვის სერვისით მოსარგებლე 600 პაციენტი ამ წამალს.

“ბოლო 20 წლის განმავლობაში, Sotorasib ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გარღვევაა ფილტვის კიბოს მკურნალობის საკითხში. ეს კი სიმსივნის გენის მიზანში ამოღების წყალობით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო და ასევე, იმ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებმაც სიმსივნის მოქმედების პრინციპი შიგნიდან დაგვანახეს”, — თქვა პროფესორმა ჩარლზ სვანტონმა, Cancer Research UK-ის მთავარმა კლინიცისტმა. “ეს პრეპარატი აფართოებს ფილტვის კიბოს მკურნალობის გზების ჩამონათვალს, რაც ხელს შეგვიწყობს მეტი შეზღუდული ვარიანტის მქონე პაციენტი გადავარჩინოთ. ეს შესანიშნავი ამბავია, რომ პაციენტები ინგლისში შეძლებენ ამ ახალი მკურნალობის გზით ისარგებლონ”, — დასძინა მან.

Cesko