ფილიპინებში ტაიფუნ „კონსონს“ 17 ადამიანი ემსხვერპლა

სექტემბერი 13, 10:59
0
44

ფილიპინების რისკის შემცირებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, ფილიპინებში ტაიფუნ “კონსონის” შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 – დაკარგულად ითვლება.
ტაიფუნმა ქვეყანაში 310,000-მდე ადამიანი დააზარალა. ასევე დაზიანდა 9 ათასი შენობა.
ფილიპინებში, სეზონური მუსონური წვიმების გარდა, ყოველწლიურად 20-მდე ტაიფუნი და ქარიშხალი ფიქსირდება.
ინფორმაციისთვის, „კონსონი“ უკავშირდება ვიეტნამის ერთ-ერთი კუნძულის (Côn Sơn) სახელწოდებას, სადაც ისტორიულად მნიშვნელოვანი ციხე მდებარეობს.

https://ilkha.com/english/world/typhoon-conson-kills-at-least-17-people-in-philippines-14211

Cesko