„ფაიზერის“ დოზები ძალიან მალე შემოვა“ – ამირან გამყრელიძე

ივლისი 21, 13:01
0
56

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ საკმარისი დოზები ამ დღეებში შემოვა.

„ფაიზერი“ ძალიან მალე იქნება, ამ დღეებში. ასარჩევად გექნებათ ბევრი ვაქცინა. რომელიც გნებავთ შემდეგ ის გაიკეთეთ. იქნება საკმარისი დოზები, ყველას გვეყოფა“, – განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან. საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა 14 ივლისს მიიღო. ფაიზერთან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.