ევროპაში 50 ათას დისიდენტს, ჟურნალისტს და უფლებადამცველს კომპიუტერული პროგრამებით უთვალთვალებდნენ – „ევრონიუსი“

ივლისი 20, 15:07
0
60

მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, ევროპაში დისიდენტებს, ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს კომპიუტერული პროგრამებით უთვალთვალებდნენ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჟურნალისტებს საფრანგეთში და უნგრეთში უთვალთვალებდნენ.

სპეციალური პროგრამების საშუალებით შესაძლებლობა იყო შეტყობინებების, ფოტოების, ელექტრონული ფოსტის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება. Pegasus Project-ის გამოძიების ინფორმაციით, თვალთვალი 50 000 მობილურ ნომერზე ხორციელდებოდა. მათ შორის იყვნენ ფრანგული არაკომერციული ორგანიზაცია Forbidden Stories და უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty.

თვალთვალი 600-მდე პოლიტიკოსზე და ოფიციალურ პირზე მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფო მეთაურებზეც. 180 ჟურნალისტს შორის არიან Associated Press-ის, Reuters-ის, CNN-ის, The Wall Street Journal-ის, Le Monde-ს და The Financial Times-ის თანამშრომლები.

მომხდართან დაკავშირებით უნგრეთის პარლამენტის წევრებმა სპეციალური სხდომის ჩატარება მოითხოვს, სადაც ჯაშუშობის ფაქტებთან ქვეყნის სპეცსამსახურების კავშირი უნდა დადგინდეს.