ევროკავშირი დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ვაქცინის 200 მილიონ დოზას მიაწვდის

სექტემბერი 15, 15:56
0
39

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ვაქცინაცია განხორციელდა „სწორი გზით.“ მისი თქმით, დაბალშემოსავლიანი ქვეყნები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 მილიონი დოზას მიიღებენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წელი იქნება „კიდევ ერთი გამოცდა ევროკავშირისთვის“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი სიტყვით გამოსვლისას შეეხო მიმდინარე კორონავირუსის პანდემიას, ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად და მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის სამომავლო გეგმებზე.

„ჯანმრთელობის ყველაზე დიდ გლობალურ კრიზისში ჩვენ ვირჩევთ ერთად სვლას, ევროპის ზრდასრული მოსახლეობის 70% უკვე სრულად არის აცრილი.

ევროპა ერთადერთი რეგიონია, რომელმაც თავისი ვაქცინის მარაგი სხვა ქვეყნებს გაუზიარა და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზას ჰპირდება.

დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ევროპული კომისია მომავალი წლის შუა რიცხვებამდე დაამატებს ახალ შემოწირულობას, კიდევ 200 მილიონი დოზით, ეს არის ინვესტიცია სოლიდარობაში და ინვესტიცია გლობალურ ჯანმრთელობაშიც“, – განაცხადა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო ასევე კლიმატის ცვლილებას და ამ საკითხში ევროპელი ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან კლიმატის ცვლილებას „უდიდესი პლანეტარული კრიზისი“ უწოდა.

მისი თქმით, ბლოკი გააგრძელებს ინვესტიციებს კრიზისის მოგვარებაში. „ჩვენ კლიმატის დაფინანსებისთვის 2027 წლამდე შემოგთავაზებთ დამატებით 4 მილიარდ ევროს“, – განაცხადა მან.

Cesko