„ეს არის კონფორმისტი, გათახსირებული და საკუთარ კომფორტზე მზრუნველი საპარლამენტო ოპოზიცია!“ – დიტო ბიძინაშვილი

ივნისი 11, 16:15
0
198

პუბლიცისტი დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოში მომხდარმა ბოლო პოლიტიკურმა მოვლენებმა, საბოლოოდ დაასვა ბეჭედი იმ ამბავს, რაც აქამდე ისედაც ვიცოდით: არ არსებობს ნორმალურთან ოდნავ მიახლოებული საპარლამენტო ოპოზიციაც კი. ეს არის კონფორმისტი, გათახსირებული და საკუთარ კომფორტზე მზრუნველი საპარლამენტო ოპოზიცია!

ელისაშვილი ჯიბეში ყავთ, იაგო და ვახტანგი გირჩებიც.

რაც შეეხება ნაციონალებს, იმის გამო რომ მაგათ ღირსება არ გააჩნიათ, ყველა შეიძუძგება პარლამენტში.

საერთოდ რისთვის მოაწყვეს ამდენი მასკარადი და რისთვის ააყროლეს ისედაც დაბინძურებული გარემო.

ერთ ადგილი დატკეპნეს სინამდვილეში…

მელიაა და ღირსება აყარეს, ხალხიც კარგად გაართეს და უამრავი საჭირბოროტო თემა გადაფარეს.
სიმართლე ერთია – ქართველი პოლიტიკოსების 90 % – ს, ერთი დასავლელი ბოსი ყავს! ეს ვაქცინაციის თემამაც დაადასტურა, სადაც მთელ მთავრობას და ამ ჟოპოზიციას, ერთი დავალება აქვს ყველას! არ გიკვირთ მაინც ასეთი რამ იმ ხალხისგან, ვინც ერთმანეთს არასწორად წარმოთქმული ასობგერის და ჟესტების გამო ხოცავენ. ამიტომ ასეთი პოლიტიკური ნახირი, არასდროს არ მოუტანს სიკეთეს ქართველ ხალხს.

რაც შეეხება ივანიშვილს, მართლა ანაკონდაა და ვინც მაგას ლანძღავს ყველაზე უწმაწური სიტყვებით, ისინი არავინ არაა მისი რეალური ოპოზიცია.

ჟოპოზიცია და ზოგადად ეს სოროსული სისტემა, ყველა ალტერნატივას კეტავს და ხალხს რეალურად არჩევანის საშუალება არა აქვს. არადა როგორი საჭიროა ჯანმრთელი ოპოზიცია ქვეყნისთვის და ზოგადად საღი აზრისთვის!

თქვენ გააგრძელეთ ყველაფრის რუსეთზე დაბრალება, სირაქლემას პოზიციაში ცხოვრება და აუცილებლად “გეშველებათ”.