„ეს არ არის კაცური საქციელი… უკვე პატივს აღარ ვცემ“ – გივი სიხარულიძე გიორგი გახარიაზე

ივნისი 5, 10:49
0
569

რამდენიმე დღეა, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს ახალი გაერთიანება – “საქართველოსთვის” შეუერთდა, რომელიც ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააფუძნა.

მსახიობი გივი სიხარულიძე ექსპრემიერის პოლიტიკაში მობრუნებას აფასებს.

“თვითონ გიორგი გახარია ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ პატიოსნად რომ გითხრათ, მისი პარტიის არ მჯერა. გიორგი გახარიას პატივს ვცემ, როგორც ჭკვიან კაცს და ჭკვიანი კაცი თავისი მამობილის წინააღდეგ არ წავა და, თუ ეგრე მოიქცა, მაშინ მაგას უკვე პატივს აღარ ვცემ. მის პარტიას ვერ ვაღიარებ მესამე ძალად, რადგან ქვეყანაში მეორე ძალაც არ გვყავს და მესამე როგორ უნდა გვყავდეს?! საქართველოში ყველა პარტია ძალად პარტიაა, მესამე ძალა ვერ იქნება.

ვფიქრობ, გიორგი გახარია მომავალში არც ერთ პარტიას არ შეუერთდება, გარდა “ქართული ოცნებისა”. ვერ დავიჯერებ, რომ ეს გონებამახვილი კაცი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავა, მაგით ვერ მოვტყუვდები. ვინც გაგზარდა, ვინც ლუკმა ჩაგიდო პირში და გზაზე დაგაყენა, იმის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე, ეს არ არის კაცური საქციელი”, – განუცხადა კვირის პალიტრას” სიხარულიძემ.