ერდოღანმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადოს აღმოჩენა გამოაცხადა

ივნისი 5, 11:13
0
117
A

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადოს აღმოჩენა გამოაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გაზის ახალი საბადოს მოცულობა 135 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

„ჩვენმა საბურღმა გემმა 135 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა „ამასრა-1“-ის ჭაბურღილში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საერთო ჯამში, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი გაზის მარაგების საერთო მოცულობა 540 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.