ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას – ამირან გამყრელიძე

სექტემბერი 13, 14:30
0
55

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილურობის ტენდენცია გრძელდება.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველა მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, რაც ეპიდვითარების სტატუსს განსაზღვრავს, კვლავაც სიფრთხილეა საჭირო.

ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისთვის აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი მიდის დამშვიდებისკენ. ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას გაუმჯობესებისკენ. ეს ჩვენ თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია, ასევე უნდა ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Cesko