ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს (ვიდეო)

ივნისი 8, 17:39
0
736

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დრომის დეპარტამენტში ვიზიტისას მამაკაცმა სახეში სილა გააწნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი ხელის ჩამოსართმევად მივიდა ადამიანებთან, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის მისასალმებლად შეიკრიბნენ. ის ერთ-ერთ მამაკაცს მიესალმა, რომელმაც მაკრონს გაარტყა.

ამის შემდეგ დაცვის წევრები ჩაერთნენ. მაკრონი გაიყვანეს, მამაკაცი კი დააკავეს.