ელჭექი, ძლიერი ქარი და სეტყვა – ხვალიდან ამინდი გაუარესდება

ივლისი 20, 14:36
0
621

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.