ეკონომიკის სამინისტრო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ივნისი 11, 23:56
0
447

ეკონომიკის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ხვალ, 12 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მისი მსვლელობისას მოხდება პროექტში ჩართული მხარეების პოზიციათა დაფიქსირება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი ადამიანების მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასხდომის კარგი მაგალითი გახდება, ხოლო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაცია – ეფექტიანი ფორმატი მხარეების პოზიციების დაახლოებისა და საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ამომწურავად გასცემს პასუხს ნამახვანიჰესის პროექტის შესახებ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ჰიდროელექტროსადგურის ისეთ პროექტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.