ეკლესიაც უნდა დაფიქრდეს თავის ავტორიტეტზე და თუ რაიმე გამოსაძიებელია, პროკურატურამ ღია განცხადება უნდა გააკეთოს – გია ვოლსკი

ივნისი 3, 17:11
0
148

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველს კორექტულობა მართებს, როცა ბავშვებზეა საუბარი.

„ვფიქრობ, თავის განკარგულებაში ეკლესიას არასოდეს ისტორიის მანძილზე არ მაგონდება, რომ რამე ისეთი გაეკეთებინათ, რაც რომ სახელმწიფო ინტერესთან მოსულიყო წინააღმდეგობაში.

მაგრამ ამჯერად მე რასაც ვხედავ, არის ის, რომ ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ მნიშვნელოვნად აზიანებს ეკლესიასაც და მის ავტორიტეტსაც.

დარწმუნებული ვარ, იქ არაფერი ხდება ისეთი, რაზედაც ლაპარაკობს აბსოლუტურად არაკორექტულად მთელი რიგი ადამიანები, რომ იქ რაღაც თემები ისე შემოაქვთ, რომ იქ აუცილებლად რაღაც უბედურება ხდება.

ჩემი აზრით, სახალხო დამცველს კორექტულობა მართებს, როცა ბავშვებზეა საუბარი. ხელისუფლების ვალდებულებაც არის, რომ სიტუაცია განმუხტოს და არ დაძაბოს. ფაქტია, ალბათ ეკლესიამაც უნდა გაითვალისწინოს, მრევლმაც და იმ ადამიანებმაც, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა.

მნიშვნელოვნად ზიანდება, როგორც ბავშვები და ასევე მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ასევე ეკლესია ზიანდება, ვინაიდან ეჭვები წარმოშვა ამან მრევლში, მათ შორის მეც ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი ვარ, საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაა და უსიამოვნო გამონათქვამები, რომ მესმის ეკლესიის მიმართ, ძალიან ვწუხვარ ამაზე და ამის აბსოლუტურად გაბათილება შეიძლება, თუკი სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ.

აქ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო ზიანდება იმ დამატებითი დაძაბულობით, რომელიც შეიქმნა. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა ეძებოს კონსენსუსის მიღწევის საშუალება და არა დაძაბვა, რომლითაც გახარებულები არიან მათ შორის ჩემი ოპონენტები.

ეს თემა თაროზე არ უნდა იყოს შემოდებული. როდესაც ვხედავთ, რომ ყველა სტრუქტურის მიმართ რაზედაც დგას სახელმწიფო, მიმდინარეობს ასეთი გააფთრებული შეტევა. ეკლესიაც უნდა დაფიქრდეს, როგორც თავის ავტორიტეტზე ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და თუკი რაიმე გამოსაძიებელია პროკურატურასაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ამ თემაზე ღია განცხადება გააკეთოს“- განაცხადა გია ვოლსკიმ.