ექიმების რჩევის საფუძველზე „ფაიზერით“ მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე 1 500 ადამიანი აიცრება – თამარ გაბუნია

ივლისი 20, 14:02
0
57

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს საკოორდინაციო სხდომის შემდეგ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შეაფასა. ამასთან გაბუნიამ განმარტა, რომ „ფაიზერით“ ექიმების რჩევის საფუძველზე „ფაიზერით“ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე 1 500 ადამიანი აიცრება

„ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს „სინოფარმით“. ქვეყანაში „სინოვაკის“ ჯამურად შემოტანილი ვაქცინა შეადგენს 1,5 მილიონ დოზას. ასევე მიმდინარეობს ვაქცინაცია „ფაიზერის“ მცირე დოზებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ.

ამ ეტაპზე „ფაიზერით“ იცრებიან ის მოქალაქეები, რომლებიც დარეგისტრირდნენ. ასევე სტუდენტები, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ და მათ სჭირდებათ „ფაიზერით“ ვაქცინაცია კამპუსის მოთხოვნიდან გამომდინარე. ასევე ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, არის მცირე ჯგუფი მძიმე ქრონიკული დაავადებებით, რომლებმაც სამინისტროს მიმართეს და ხდება მათი თხოვნის გათვალისწინება და რამდენიმე დღეში დაიწყება მათი ვაქცინაცია. ესაა 1 500 ადამიანი, რომელთაც სამინისტროს მიმართეს. მათ აქვთ კიბოს დიაგნოზი, გულის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი… ესაა მძიმე კლინიკური შემთხვევები, სადაც გადაწყვეტილება ექიმის რჩევის საფუძველზე მიიღეს, რომ მათ სჭირდებათ „ფაიზერი“,- აღნიშნა გაბუნიამ.