ეგვიპტე ტურისტებისთვის შეზღუდვებს შეამსუბუქებს

ივლისი 19, 15:54
0
61

ეგვიპტეში ტურისტებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებს ამსუბუქებენ. 16 თვის შემდეგ, ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრომ თეატრების, საკონცერტო დარბაზების, გასართობი პარკების, კაზინოების, ღამის კლუბებისა და დისკოთეკების, მათ შორის სასტუმროების კომპლექსებში მდებარე ამ ობიექტების გახსნის ნებართვა გასცა.

მათი დატვირთვა დარბაზის მაქსიმალური მოცულობის 70 პროცენტით შემოიფარგლება. ამასთან ყველა სანიტარული ზომა და ტურიზმის სამინისტროსგან შესაბამისი ლიცენზიის მიღება არის აუცილებელი.

დისკოთეკები და ღამის კლუბები დილის 2 საათამდე იქნება ღია. ამავდროულად, რესტორნებში, კაფეებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩილიმი აკრძალული იქნება.