,,ძმამ თავისი და საჯაროდ მოკლა, ხმლით აქნეს სოფელში” – თამარ დადიანი

სექტემბერი 14, 14:50
0
1056

ქალთა უფლებების დამცველი თამარ დადიანი მესტიაში მომხდარ საზარელ დანაშაულს იხსენებს.

,,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა სვანეთში იყო. არასოდეს დამავიწყდება 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი შემზარავი ამბავი. გვარის დასახელებას მოვერიდები. ერთ ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი ულამაზესი გოგონა ჰყავდა, რომელზეც იმავე სოფლელი ვაჟი იყო შეყვარებული.

გოგონას სხვა უყვარდა და როგორც შემდეგ გაირკვა, შეყვარებულთან, რომელსაც საქმროდ მიიჩნევდა, ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდა. ამის შესახებ გაიგო უარყოფილმა ვაჟმა და ოჯახის უფროსს გააგებინა. მამის აღშფოთებას ისიც დაემატა, რომ გოგონას დასჯა სოფელმაც მოითხოვა.

მამამ გადაწყვეტილება მიიღო და „წესის ასრულება“ უფროს ვაჟს, ანუ გოგონას ძმას დაავალა. ეს გოგო საჯაროდ იქნა მოკლული ძმის მიერ, ხმლით აქნეს. ტრაგედიის შემდეგ გოგონას შეყვარებულმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გოგონას საქმრომაც. დედა, რომელმაც შვილის დაცვა ვერ შეძლო, ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სიცოცხლე იქ დაასრულა“ – იხსენებს ქალთა უფლებადამცველი.

რაც შეეხება, მკვლელობაზე სამართალდამცავების რეაგირებას, დადიანის თქმით, ვინაიდან მომხდარი ტრაგედია ოჯახის „შიდა საქმედ“ ითვლებოდა, არავინ დასჯილა.

Cesko