დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

ივლისი 22, 14:43
0
60

ბაჰრეინის ავიაკომპანიის, Gulf Air-ისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Flydubai-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ხუთშაბათს, დილით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მათი კომპანიების კუთვნილ ორ თვითმფრინავს შორის ავარია მიწაზე მოხდა. ინციდენტის გამო, ერთი ასაფრენი ბილიკი დროებით დაიხურა.

დუბაიდან ბიშკეკში მიმავალი Flydubai-ის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ავიაკომპანია Gulf Air-ის თვითმფრინავის კუდს დაეჯახა. მოგვიანებით, მგზავრებს სხვა რეისებით გაფრენა მოუწიათ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Flydubai-ის განცხადებით, ავიაკომპანია ინციდენტის გამოსაძიებლად ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს.