დიდი ბრიტანეთი მოსახლეობის რევაქცინაციის დაწყებას გეგმავს

სექტემბერი 12, 14:47
0
147

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სექტემბერში მოსახლეობის რევაქცინაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ Sky News-თან ინტერვიუში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა.

„რაც შეეხება ბუსტერ დოზებს, ჩვენ ამ საკითხზე იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაერთიანებული კომიტეტის (JCVI) ავტორიზაცია მოვითხოვეთ. ერთი თვის წინ მათ მითხრეს, რომ წინასწარი მონაცემებით, რევაქცინაციას მხარს უჭერენ, თუმცა დამატებითი სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი. მათი ნებართვის მიღების შემთხვევაში რევაქცინაციას უკვე ამ თვეში დავიწყებთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

9 სექტემბერს ბრიტანეთის რეგულატორმა (MHRA) რევაქცინაციისთვის „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება JCVI-მ უნდა მიიღოს.

Cesko