დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სექტემბერი 13, 10:34
0
55

გეგმური სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაცის „თელასი“ ავრცელებს.

კერძოდ, ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, გაბაშვილის, წყნეთის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბლის და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზის, ჯუმბერ ლეჟავას და მამისაანთუბნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ივანე გვარამაძის, ივანე ბერიტაშვილის, ლეო კვაჭაძის, მზია ერისთავის, ნიკოლოზ დგებუაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების, ნანეიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

Cesko