დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

ივნისი 6, 14:03
0
63

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ნაკრები ნიდერლანდებში 3 ივნისს ჩავიდა და ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ დე ტუბანტერსის მოედანზე, 24 ფეხბურთელით მოემზადა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიდერლანდების ნაკრების უკანახაზელმა, მატიას დე ლიხტმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. კორონავირუსის გამო მატჩს მეკარე, იასპერ სილესენი გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, საქართველოსა და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს არ შეხვედრიან.

შეხვედრას ბელგიელები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი 36 წლის ერიკ ლამბრეხტსი იქნება. ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებების დაპირისპირება დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.