დღეს საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს

სექტემბერი 11, 10:15
0
99

საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 575 210 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 534 559, გარდაიცვალა 8 089 პაციენტი.

Cesko