დღეს „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს

ივლისი 20, 10:10
0
117

დღეს „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. წარდგენა 20 საათზეა დაგეგმილი.

ინფორმაცია პოლიტიკურმა პარტიამ Facebook-ზე გაავრცელა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გაიმართოს.