დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ

ივნისი 4, 10:17
0
63

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ.

როგორც ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიციები კვლავ არ შეჯერებულა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი არ მიესალმებიან „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კომიტეტის სხდომაზე საკითხს დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. მომდევნო კვირაში კი ამნისტიის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გავა.