დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

ივნისი 5, 10:32
0
77

5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ამ დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს ამოცანებად მიიჩნევს.

“ამ საკითხებში ევროკავშირი უკვე არის მსოფლიო ლიდერი, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან პლანეტა ჩვენს გააქტიურებას ვეღარ დაელოდება.

ამიტომ, ჩვენ მიზნად 30 წელიწადზე ნაკლებ დროში ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ გარემოზე საკუთარი უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა დავისახეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანების შესრულებას დაბინძურებასთან, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებთან ეფექტიანად ბრძოლით, ენერგიის მდგრადი წყაროების გამოყენებისა და მრავალი სხვა ხერხით შევძლებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ,,ევროპულ მწვანე შეთანხმებას“ (EU Gრეენ Dეალ) ვუწოდებთ.

ეს არის ძალიან თამამი და ამბიციური მიზანი, რომლის მიღწევაშიც, იმედი მაქვს, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ შეგვიძლია ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ახლო პარტნიორს – საქართველოს – გავუზიაროთ. ამ მიზნის მისაღწევად მუშაობას გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მხოლოდ გრანდიოზულ ხედვებსა და პროექტებზე საუბარს არ გულისხმობს. ის ყოველ ჩვენგანს ეხება, რადგან წარმატების მისაღწევად ჩვენ, როგორც მოქალაქეებსა და უბრალოდ, ადამიანებს, მოქმედება და ერთად დგომა გვჭირდება წარმატების მისაღწევად. წარმატებას კი აუცილებლად უნდა მივაღწიოთ!”