„დღემდე მიჭირს გადაადგილება, თვალებზე სულ ბინდი მაქვს, მეხსიერების პრობლემაც მაქვს“ – თინა ხიდაშელი

სექტემბერი 12, 23:49
0
1161

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა “მთავარი არხის” ეთერში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ყველაზე დიდი შეტევის ობიექტი ფილტვები, ღვიძლი და თირკმელი იყო… ამის შემდეგ მოძრაობა შემეზღუდა, ეხლაც ტკივილები მაქვს ხელებში.

ერთი თვე ვიყავი გერმანიაში, იქ დავიწყე სიარული. როდესაც თბილისში დავბრუნდი ვერ ვაიძულე ჩემი თავი, რომ ყველა საჭირო დავალება შემესრულებინა. შემდეგ წავედი წყალტუბოში. მინდა აღვნიშნო, რომ არ ჩამოუვარდება იმ სარეაბილიტაციო პროგრამას, რაც გერმანიაში გავიარე.

როდის გამოვჯანმრთელდები, ექიმები დადასტურებულად, კალენდარულ პროტოკოლზე არ საუბრობენ. იმ შემთხვევაში, როდესაც წამლის მიღებას დავასრულებ და იგივე პრობლემები დამრჩება, გამოდის, რომ მთელი ცხოვრება წამლებზე უნდა ვიყო დამოკიდებული.

დღემდე მიჭირს გადაადგილება, თვალებზე სულ ბინდი მაქვს, მეხსიერების პრობლემაც მაქვს. წარსულის დიდი ნაწილი არ მახსოვს, უფრო ზუსტად კი კონკრეტული ამბებს ვერ ვიხსენებ”,-ამბობს თინა ხიდაშელი.

 

Cesko