”დეტალები გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილია” – რაზე ვერ საუბრობს გაბუნია

ივნისი 8, 13:16
0
111

„ფაიზერთან“ მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ. დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ზოგადად ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვის ასაკს, როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ეს იქნება „ფაიზერი“, „ნოვავაქსი“ თუ ნებისმიერი სხვა.

„18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. რაც შეეხება შეზღუდვას, შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას“, რომელიც რეკომენდირებულია მხოლოდ 45 წელს ზემოთ ადამიანზე, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნა კიდევ მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. რაც შეეხება „ფაიზერთან“ მუშაობის დეტალებს, პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ. დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილი, ამიტომ ჯერჯერობიათ ამაზე საუბრის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი გვექნება დასრულებული ეტაპები, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ“, – აცხადებს გაბუნია.