„დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს – ზაზა წერეთელი

ივლისი 21, 15:36
0
103

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთლმა სატელევიზიო ეთერში, დელტა შტამსა და ვაქცინაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „დელტა შტამი“ ძალიან ჰგავს გრიპს.

„სამწუხაროდ ჩინურ ვაქცინებზე დიდი კვლევები, თუ როგორ მოქმედებს და მუშაობს შტამებზე არ ტარდება. „სინოფარმის“ ვაქცინა ყველა შემთხვევაში იცავს ჰოსპიტალიზაციისგან.

რამდენად იცავს „სინოფარმის“ ვაქცინა „დელტა შტამისგან“ ეს რთული საკითხავია. ვერაგობა ამ ვირუსს აქვს ის, რომ ასიპტომურში შეიძლება სიპტომი არ გქონდეთ და ვირუსს ავრცელებდეთ სხვებში, რომელთაც არ ააქვთ იმუნიტეტი ან არ არიან აცრილები.

„დელტა შტამის“ თავისებურება არის, არა ის თუ, როგორ მიმდინარეობს დაავადება, არამედ ის, რომ ვერაგია და სწრაფად ვრცელდება. თუ ორიგინალური შტამი 1 ადამიანიდან 4 ასნებოვნებდა, ამ „დელტა შტამით“ ერთი თორმეტს ასნებოვნებს. ისეთი მუტაცია წავიდა, რომ მას შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ – განაცხადა ზაზა წერეთელმა.