„დელტა შტამი“ ძალიან აგრესიულად მიდის ახალგაზრდა მამაკაცებში“ – ლია გოლიაძე

ივლისი 21, 22:40
0
381

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს მოზრდილთა ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის უფროსის ლია გოლიაძის განცხადებით, ე.წ. ინდური შტამი ახალგაზრდა მამაკაცებში ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა ინფიცირების პირველივე დღეებში მძიმდება.

„უხანის შტამის დროს რომ სადღაც მე-8, მე-9 დღიდან იწყებოდა დამძიმება, ვუყურებთ, რომ ინდური შტამის შემთხვევაში უკვე დაავადების პირველივე დღეებიდან არის საკმაოდ მაღალი ხარისხის სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის დიდი დაზიანებები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან აგრესიულად მიდის ახალგაზრდა მამაკაცებში“, – აღნიშნა ლია გოლიაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციონისტების განმარტებით, კორონავირუსის დელტა იგივე ინდური შტამი საქართველოში დომინანტი ხდება.