დასავლეთ კანადაში ფართომასშტაბიან ხანძარს ებრძვიან

ივლისი 21, 11:22
0
31

კანადის თავდაცვის მინისტრის, ჰარჯიტ საჯანის განცხადებით, ბრიტანეთის კოლუმბიაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად კანადის სამხედრო ძალების 350 წევრს გააგზავნის.

უახლესი მონაცემებით, ბრიტანეთის კოლუმბიაში ხანძრის რამდენიმე ასეული კერაა, რომელიც სავარაუდოდ, 20 კვ.კმ-ს მოიცავს. 2,750 სახლის ბინადარმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო. ხანძარი ქალაქ ოლივერსა და ოსოიოოს შორის ტერიტორიაზეც ვრცელდება.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი ართულებს.