დაპირისპირება თელავში – არიან დაშავებულები

ივნისი 10, 11:26
0
56

თელავში ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა.

ერთი სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობით მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. მეორე ახალგაზრდას დაზიანება თავის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული, რის გამოც თბილისში ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

რა გახდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მიზეზი, უცნობია.

დაშავებულები ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ.