დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ – მარია ზახაროვა

ივნისი 7, 15:46
0
183
MOSCOW, RUSSIA – FEBRUARY 20, 2020: Russia's Foreign Ministry Spokesperson Maria Zakharova gives a briefing on the current Russian foreign policy and international relations. Sergei Bobylev/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ñåðãåé Áîáûëåâ/ÒÀÑÑ

რუსეთი მზად არის განიხილოს დეესკალაციისა და ინციდენტების პრევენციის საკითხები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მაგრამ სამხედრო ექსპერტების ჩართვის გარეშე ამ დიალოგს აზრი არ აქვს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

”რუსეთი არ ერიდება ნატო-სთან დიალოგს და მზადაა, რეალური დისკუსიისთვის დეესკალაციის და ინციდენტების პრევენციის საკითხებზე, მაგრამ სამხედრო ექსპერტების ჩართვის გარეშე ამ საკითხებზე საუბარს აზრი არ ექნება. ბატონმა სტოლტენბერგმა ეს კარგად იცის “, – აღნიშნა ზახაროვამ, რითაც გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ მოსკოვმა შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით ნატო-ს შეთავაზებას არ უპასუხა.

ამასთან, სტოლტენბერგის კომენტარზე, რომ ბურთი ახლა მოსკოვის მხარესაა, ზახაროვამ უპასუხა : „რაც შეეხება ბურთებს, ბატონო სტოლტენბერგ, დააბრუნეთ თქვენი კარი სათამაშო მოედანზე და ჩვენ გოლს გავიტანთ.“

მედიის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგმა მოსკოვს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვა შესთავაზა. მისი განცხადებით, ალიანსმა რუსეთს შეხვედრის წინადადებით ერთ წელზე მეტი ხნის მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. „ჩვენ ბევრი თემა გვაქვს განსახილველი, რომელიც ნატო-სა და რუსეთის ერთობლივ ინტერესებს ეხება”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ბურთი ახლა მოსკოვის მხარესაა.