წვიმა ელჭექით – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ივნისი 2, 10:29
0
89

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-დან 3 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

ამინდი თბილისში 👇

თბილისში 2 ივნისს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.