„ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ, იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი“ – სალომე გოგიაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

ივნისი 3, 16:48
0
300

მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხალი! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე გოგიაშვილი წერს და მის მიერ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

“ეს კადრი არაფერია იმასთან შედარებით რასაც ეს ბავშვები ჩადიოდნენ, ჩვენ მოპირდაპირე სახლში ვისხედით აივანზე როდესაც ბავშვები გამოჩნდნენ. რას ცდილობდნენ ვერ გავიგე მარტო იმას ვყვიროდით უკან შედითქო, ზოგი დარბოდა მოაჯირზე ზოგი ესე იქნევდა ფეხს და ზოგი მთელი ტანით იწეოდა რომ მივხვდით რომ უშედეგო იყო ყვირილი დავდეკე 112 საშველად მეგონა პატრული რეაგირებას მოახდენდა და სულ ეხლა მიტრიალებს იმ ბავშვის სიტყვები შაქარაშვილის საქმიდან ბოლოს დავრეკე და გავაუქმეო მორჩა ყველაფერი და რაღა აზრი ჰქონდაო… ზუსტად იგივე ნახევარი საათი ველოდეთ და კაცისშვილი არ გამოჩენილა რამიშვილის ქუჩაზე ხდება არ დაგავიწყდეთ სადაც ერთი წუთის გზაზეა პოლიცია…. ვაქვეყნებ კადრს მხოლოდ იმიტომ რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავის შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს მე ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ ეს იყო უჟასი ამის ყურება რომ არ იცი როდის გადმოვარდება … დედა ვარ მაპატიეთ და 10000 მაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა…. რაც შეეხება პატრულს, ხო, ვაქვეყნებ რომ იცოდეთ ფეხზე დაკიდება აღარ მოსულა ამ ქვეყანაში. ბევრია ჩემნაირი რომელიც არ გაპატიებთ და არ გაჩუმდება, გვეყო ამდენი ბავშვის სიკვდილი თქვენი უმოქმედობის გამო” – მიმართავს გოგიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს.