”ცოლი ჯერ მოკლა, შემდეგ კი ეზოში მანქანით გადაუარა” – მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

ივლისი 21, 13:52
0
263

მას შემდეგ, რაც მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მოკლულ ცოლს საკუთარი სახლის ეზოში მანქანით გადაურა. ის ასევე სიმამრსა და ოჯახის სხვა წევრებს გაუსწორდა.

“მკვლელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ბიჭის ოჯახი ჩვენი ახლო ნათესავია და კონფლიქტი არ გვქონია. 1 თვის წინ დაშორდნენ და ურთიერთობაც ამის შემდეგ დაიძაბა. 

ჩვენი ყოფილი სიძე გუშინ წასულა, იარაღი უყიდია და დღეს ეს უბედურება ჩაიდინა. მოვიდა ეზოში, ჩვენს გოგოს და ოჯახის სამ წევრს ესროლა. მერე გოგოს ზედ გადაუარა მანქანით. აი აქ მოხდა ყველაფერი, სისხლის კვალიც ჩანს. მერე ჩვენი ხალხი მათ სახლში მივიდა და იქაც სისხლიანი გარჩევა მოხდა. ბიჭის მამა დაშავდა და ისიც საავადმყოფოშია”,– ამბობს გარდაცვლილების ოჯახის წევრი.